sistemashi shesvla 2 3

მომსახურების პირობები

 

შ.პ.ს „ჯორჯიან ექსპრეს“-ის

ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის ხელშეკრულება

 

მომსახურების პირობები

ზოგადი დებულება:

-აღნიშნულ დოკუმენტზე გაცნობით მომხმარებელი(ფიზიკური ან იურიდიული პირი,რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ან შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“-ის სისტემაში რეგისტრაციის საფუძველზე იყენებს შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“-ის მომსახურებას)ავტომატურად თანახმაა შემდეგი მომსახურების პირობებზე;

 

1. ტერმინთა განმარტება

1.1            დამკვეთი: ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი(18 წელს მიღწეული სრულწლოვანი),რომელიც სარგებლობს შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“-ის მომსახურებით.

1.2            შემსრულებელი: შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“ კომპანია,რომელიც უზრუნველყოფს ამერიკული კომპანია შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“-ის საწყობში შესული ტვირთის ტრანსპორტირებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში;

1.3            შემსრულებელი პარტნიორი კომპანიაა ა.შ.შ.-ი შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“,რომელიც უზრუნველყოფს ამანათების მიღებას ა.შ.შ.-ი,მათ დამუშავებას და საქართველოში გამოგზავნას;

 2. ხელშეკრულების საგანი

2.1            დამკვეთი ავალდებულებს,ხოლო შემსრულებელი იღებს ვალდებულებას მოახდინოს დამკვეთის მიერ შემსრულებლის პარტნიორი კომპანიის საწყობში გადაგზავნილი ტვირთების ტრანსპორტირება ა.შ.შ.-დან საქართველოში საჰაერო გადაზიდვების გზით,რომელსაც აnხორციელებს დამკვეთის მოთხოვნით და შემსრულებელი ახდენს საექსპედიტორო მომსახურებას თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე;

2.2            კომპანია “ჯორჯიან ექსპრეს“-ში მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი.რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.usshop.ge. “ჯორჯიან ექსპრეს“-იs მომსახურეობით სარგებლობა ნიშნავს,რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს,მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ;

2.3            კომპანია “ჯორჯიან ექსპრეს“-ი უზრუნველყოფს საერთაშორისო „ონლაინ მაღაზიებიდან“(იურიდიული ან ფიზიკური პირებისგან)შეძენილი საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული პროდუქციის ტრანსპორტირებას საქართველოში.თავდაპირველად აღნიშნული „ონლაინ მაღაზიებიდან“(იურიდიული ან ფიზიკური პირებისგან)იგზავნება ა.შ.შ.-ის სათაო ოფისში,ხოლო შემდეგ ხდება მისი ტრანსპორტირება საქართველოში;კვირაში ორჯერ.

2.4            ა.შ.შ.-დან ამანათები იგზავნება კვირაში ორჯერ,  სამშაბათს და პარასკევს. ამანათების გაცემა/დარიგება დაიწყება ამანათის ჩამოსვლიდან  2 დღეში.კონკრეტული ამანათის გამოგზავნის და მიღების თარიღის ნახვა შესაძლებელია საიტის მთავარ გვერზე რეისების განრიგის განყოფილებაში თქვენს პროფილში;

 

3. ტრანსპორტირების ღირებულება ,ამანათის წონის დამრგვალება და გადახდის წესი

3.1 ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა

1) ტრანსპორტირების ღირებულების დაანგარიშება ხდება მხოლოდ რეალური წონის მიხედვით, გარდა განსაკუთრელიბული გაბარიტების მქონე ნივთებისა.

2)    ამანათების წონის დამრგვალება ხდება 100 გრამამდე,მინიმალური წონა შეადგენს 100 გრამს;

3)    რეალური წონა: რეალური წონა იანგარიშება ამანათის რეალური წონის შესაბამისად, ე.ი. რასაც იწონის ფიზიკურად;

3.2            ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 1(ერთ)კილოგრამზე 6,5   ა.შ.შ. დოლარს 3.1 მუხლში აღნიშნული ფორმულის გამოთვლის შესაბამისად.ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში „ბანკი ქართუ“ ბანკში კომპანიის ანგარიშზე იმ დღისთვის დოლარის შესყიდვის კურსის შესაბამისად;

3.3            მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთის ჩამოტანის და ინვოისის გამოწერის შემდეგ 5 დღეში,ვადის გადაცილების შემდეგ ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება ჯარიმა-საურავი ტვირთის ღირებულების 1%-ი.

3.4            სავალდებულო გადახდა განხორციელდება მხოლოდ www.usshop.ge ვებ-გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდით,სხვა შემთხვევაში შემსრულებელი კომპანია პასუხს არ აგებს ამ ტვირთის მოწოდებაზე და არც თანხის დაბრუნებაზე;

3.5            შემკვეთი,ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის  საფუძველზე ,გადაუხდის თანხას,რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში;

3.6            მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში,ცალკეული ამანათის მიღება არ ხდება  დავალიანების სრულად დაფარვამდე;

3.7            იმ შემთხვევაში,თუ ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება არ იქნება დაფარული საქართველოში ჩამოსვლიდან 15  კალენდარულ დღის განმავლობაში,ამანათის მფლობელი გაფრთხილებული იქნება წერილობით აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ და ,თუ 5  კალენდარული დღის განმავლობაში გაფრთხილებიდან კვლავ არ დაიფარება ტრანსპორტირების დავალიანება,ამანათი გადავა კომპანიის მფლობელობაში მისი შემდგომი განკარგვის უფლებით,ხოლო დამკვეთს დაეკისრება ჯარიმა/საურავი 3.3 მუხლით გათვალისწინებული სანქციით;

3.8            იმ შემთხვევაში ,თუ მიღებული ამანათის/ტვირთის მოცულობითი ან რეალური წონა აჭარბებს 50 კგ-ს,კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს ამანათის/ტვირთის გამოგზავნა საავანსო თანხის ჩარიცხვამდე;

3.9            ტრანსპორტირების საფასური შეიძლება შეიცვალოს,გაიზარდოს ან შემცირდეს,შეთავაზების საფუძველზე ან სხვა საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ტარიფების გაძვირების ან გაიაფების საფუძველზე,რის შესახებაც შემსრულებელი ატყობინებს დამკვეთს;

 

4. ამანათების გადაფუთვა

4.1            შ.პ.ს „ჯორჯიან ექსპრეს“-ის საწყობში შესული ნებისმიერი ამანათის შეფუთვა გადის ზომაში შემცირების პროცედურას,რაც გულისხმობს ამანათის ორიგინალი შეფუთვის მოშორებას და უფრო მცირე კომპაქტურ ყუთში გადაფუთვას,ზომის შემცირების სერვისი არ ეხება მტვრევად ნივთებს,როგორიცაა ელექტრო ტექნიკა,გიტარა,კომპიუტერი და სხვა ადვილად მტვრევადი ნივთები;

4.2            არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება,ასევე არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე;

4.3            ყუთით შემოსული ტანსაცმელი გადადის პარკში და დაითვლება რეალური წონით;

4.4            გადაფუთვის სერვისის გამოყენების შემთხვევაში,რომელიც მომხმარებელს შეუძლია ნებაყოფლობით ჩართოს ან გამორთოს ამანათების მართვის პანელში,იქნება ეს ზოგადი გადაფუთვა თუ ფეხსაცმლის პარკში გადადება,კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის დაზიანებაზე;

 

5. შემკვეთი ანუ მომხმარებელი

5.1            დამკვეთი ვალდებულია შემსრულებლის ვებ-გვერდზე www.usshop.ge მოახდინოს ამანათის დეკლარირება,დამკვეთის საკონტროლო პანელში ასახვის არა უგვიანეს 2  კალენდარულ დღეში.

5.2            ექსპედიტორის მოთხოვნით 5 კალენდარულ დღეში მოთხოვნიდან მიაწოდოს შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ,აგრეთვე მისცეს მითითებები,რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად,მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად.გარდა იმისა,შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად,წინააღმდეგ შემთხვევაში შემსრულებელი პასუხს არ აგებს ამანათზე და არ აანაზღაურებს ზარალს;

5.3            შემკვეთი ვალდებულია ,თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა,შეიფუთოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად,წინააღმდეგ შემთხვევაში შემსრულებელი პასუხს არ აგებს და არ აანაზღაურებს ზარალს;

5.4            მომხმარებელი ვალდებულია,პროდუქციის გამოწერის შემდეგ შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“-ის საიტზე მიუთითოს სწორი ინფორმაცია პროდუქციის ღირებულებასა და მის შემცვლელობაზე „ონლაინ მაღაზიის“ პირადი ანგარიშიდან.კომპანია პასუხს არ აგებს აღნიშნული ინფორმაციის სისწორეზე და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;

5.5            დამკვეთი ვალდებულია გაითვალისწინოს,რომ ექაუნთზე ცარიელი გრაფების შევსება აუცილებელია ,მიუხედავად იმისა,ამანათი ექვემდებარება თუ არა განთავსებას,ნებისიერ შემთხვევაში აუცილებელია პროდუქციის ღირებულების,“ონლაინ მაღაზიის“ და ტვირთის მოკლე აღწერის გრაფების შევსება,წინააღმდეგ შემთხვევაში შემსრულებელი პასუხს არ აგებს ტვირთის დაგვიანებით ჩამოსვლაზე ან დროულად არ მიწოდებაზე;

5.6            დამკვეთის ჩართულობა დეკლარირების პროცედურაში შემოიფარგლება მხოლოდ ჩვენს ვებ-გვერდზე www.usshop.ge პირადი ექაუნთის შევსებით;

5.7            დაუშვებელია ,როდესაც მომხმარებელი გამოწერის დროს თავისი "ოთახის" ნომრით უწერს პროდუქციას სხვა (ჩვენთან დაურეგისტრირებელ) მომხმარებელს.აღნისნული წესის დარღვევის შემთხვევაში ,ამანათი მოხვდება პრობლემურ ნუსხაში და შეფერხდება მისი გაცემა გაურკვეველი დროით;

5.8            შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შინთავსი.ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შემდეგ პრეტენზია აღარ განიხილება და კომპანია “ჯორჯიან ექსპრეს“-ი არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე;

 

6. შემსრულებლის უპლება-მოვალეობანი

6.1            კომპანია იღებს ვალდებულებას ა.შ.შ.-დან საქართველოში ამანათის უვნებლად ტრანსპორტირებაზე და არა მისი შიგთავსის ხარისხზე ან/და შემცვლელობაზე.იმ შემთხვევაში,თუ ამანათი დაზიანდა ტრანსპორტირებისას,კომპანია აანაზღაურებს პროდუქციის ღირებულებას,რისთვისაც აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი,ა.შ.შ.-ი საფოსტო კომპანიის მიერ მინიჭებული თრექინგ კოდთან,ხოლო მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში,შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი,ამონაწერი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი,ხოლო თანხის ანაზღაურება მოხდება საინფორმაციო ბაზაში მითითებული თანხის ოდენობით,პრეტენზიის განაცხადის 14 კალენდარული დღის ვადაში;

6.2            პრეტენზია თანხის ანაზღაურების შესახებ ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში განიხილება ამანათის მიღებიდან არა უგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში,წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზია არ მიიღება და შესაბამისად ზარალიც არ ანაზღაურდება,პრეტენზია წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით,შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება სასამართლოში,საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით;

6.3            კომპანია არ არის პასუხისმგებელი „ონლაინ მაღაზიებიდან“ ა.შ.შ.-ი სათაო ოფისამდე მისვლის დროზე ან/და მის დაკარგვაზე.შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“-ი ამანათზე პასუხისმგებელი ხდება მას შემდეგ ,რაც „ონლაინ მაღაზიიდან“ გამოწერილი პროდუქცია მივა შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“-ის ა.შ.შ.-ის ოფისში და ჩაბარებული იქნება კომპანიის თანამშრომლის მიერ;

6.4            იმ შემთხვევაში,თუ შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“-ის ამერიკის მისამართს გამოიყენებს საიტზე დაურეგისტრირებული მომხმარებელი,კომპანია არ კისრულობს მფლობელის ვინაობის დადგენისა და ამანათის მფლობელამდე მიწოდების ვალდებულებას,ან/და ამანათის დაკარგვაზე და დაზიანებაზე პასუხისმგებლობას;

6.5            კომპანია პასუხს არ აგებს რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ შევსებული ინფორმაციის სისწორეზე იმ შემთხვევაში,თუ რეგისტრაციისას შევსებული ინფორმაცია აღმოჩნდება მცდარი ან არასრულყოფილი,პრეტენზიები არ მიიღება;

6.6            თუ კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის შეკვეთილი პროდუქცია არ მივა ა.შ.შ.-ის ოფისამდე „ონლაინ მაღაზიის“ შეცდომის გამო,ან „ონლაინ მაღაზია“ გააუქმებს ორდერს,კომპანია არ აგებს პასუხს ზარალის ანაზღაურებაზე;

6.7            შემსრულებელი ვალდებულია მოახდინოს დამკვეთის ტვირთის ტრანსპორტირება შ.პ.ს.“ჯორჯიან ექსპრეს“-ის საწყობიდან,ყოველი 1-3 დღეს,მხოლოდ იმ ტვირთის,რაც საწყობში ა.შ.შ.-ი მივა სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით და პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით;

6.8            ტრანსპორტირების საშუალო ვადა შეადგენს 3-დან 5 კალენდარულ დღემდე;

6.9            შემსრულებელი არ იღებს პასუხისმგებლობას ავიაკომპანიის მიერ რეისების განრიგის შეცვლაზე ან მათ გაუქმებაზე ,რაც გამოიწვევს ამანათის დაგვიანებით ჩამოსვლას;

 

7. ამანათის დეკლარირების წესი და განბაჟების სერვისი

7.1            დაკვეთი ვალდებულია მოახდინოს მისი კუთვნილი ნივთის დეკლარირება,შემსრულებლის ვებ-გვერდზე,სამართავი პანელიდან ინსტრუქცია „როგორ დავადეკლარირო“-ს თანახმად;

7.2            დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი არის დამკვეთი.შემსრულებელი დამკვეთს არ უწევს არანაირ საშუამავლო მომსახურებას საბაჟოზე;

7.3            ამანათის დეკლარირება არის აუცილებელი,დაუდეკლარირებელი ამანათები დაყოვნდება საბაჟოზე,შესაბამისად შემსრულებელი არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის დროულად მიწოდებაზე;

7.4            ტვირთის განბაჟების პროცედურაზე(და დღგ-ს) დროულად გადახდაზე პასუხისმგებელია დამკვეთი;

7.5            იმ შემთხვევაში,თუ დამკვეთმა არ გადაიხადა ბაჟი,ვერ ჩაეტია შესაბამის ვადებში (ბაჟის გადახდის),მიუთითა შემსრულებლის არასწორი ინფორმაცია დეკლარაციაში,თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულიდან დაკავშირებით დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია “ჯორჯიან ექსპრეს“-ს მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო,არასწორი ინფორმაციის საფუძველზე,კომპანია “ჯორჯიან ექსპრეს“ უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა 100%-ით დააკისროს მომხმარებელს;

7.6            ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი გამოიგზავნება თბილისში ტვირთის ჩამოტანისას საქართველოში;

 

8. ფორსმაჟორი

8.1            აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე(მაგ: რთული მეტეოროლოგიური პირობები,ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.),ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებული გადატვირთვებზე ავია კომპანიებში;

 

9. აკრძალული და შეზღუდული ნივთები

9.1            ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია ,რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია ან შეზღუდულია,მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაშიკომპანია “ჯორჯიან ექსპრეს“-ი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე;

9.2            აკრძალული და  შეზღუდული ნივთების ჩამონათვალი:

1)    ალკოჰოლი,აალებადი ნივთიერებები;

2)    პნევმატური იარაღები;

3)    ბიო არომატიზატორები;

4)    ტყვია წამალი,სამხედრო და სანადირო სამიზნეები;

5)    პორნოგრაფიული მასალა;

6)    მალფუჭებადი პროდუქტი;

7)    ცხოველების ფიტულები,ძვლები,ბეწვი;

8)    ნაღდი ფული მონეტები;

9)    თუთუნი,ნარკოტიკული ნივთიერებების შემცვლელი პროდუქცია ან მათი თესლები;

10)                       ფეთქებადი ნივთიერებები.(მაგ.სანთებელა).

9.3            იმ შემთხვევაში,თუ მომხმარებელი მაინც გააგზავნის აკრძალულ ან შეზღუდულ პროდუქციას კომპანია„ჯორჯიან ექსპრეს“-ის მიერ მომხმარებლისათვის გაცემულ ამერიკულ მისამართზე,კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნის მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე,აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების  პირობების დარღვევად,რაც მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისათვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას,რაც განისაზღვრება კომპანია „ჯორჯიან ექსპრეს“-ის მიყენებული ზარალის ოდენობით.

 

10. სხვა შეზღუდვები და პირობები

10.1       ყველა ინფორმაცია და პირობა,რომელიც www.usshop.ge ვებ-გვერდზეა განთავსებული მომსახურების პირობების გვერდზე ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.მომსახურეობის პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად,აღნიშნული პირობების მომხმარებლისათვის წარდგენის მომენტიდან,კომპანიის ვებ-გვერდზე შესაბამისი „ვეთანხმები“ ღილაკის დაჭერით;

10.2       შ.პ.ს. „ჯორჯიან ექსპრეს“-ი არ იღებს პასუხისმგებლობას ა.შ.შ-დან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე,თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და ა.შ.შ.-ეების მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე,როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე,ასევე რეგისტრაციისას მიღებული ელექტრონულ წერილში;

10.3       შ.პ.ს. „ჯორჯიან ექსპრეს“-ი ვალდებულებას იღებს კლიენტთან მხოლოდ იმ სერვისზე ,რაც აღწერილია პირობების გვერდზე;

10.4       შ.პ.ს. „ჯორჯიან ექსპრეს“-ი უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის ,სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით,ჩათით ან ტელეფონით საუბრები,ფეისბუკის თუ  ბლოგის კომენტარები,რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში;

10.5       მომხმარებელი ეთანხმება ,რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა,პასპორტი,ბანკის ქვითარი)არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს;

10.6       კომპანია „ჯორჯიან ექსპრეს“-ი უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ,მასთან შეთანხმების გარეშე,შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები,ტარიფები,ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება;

10.7       მომხმარებლის სახელი და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება,კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე,ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში,ელ-ფოსტაზე დადასტურება და სხვა.

10.8       ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად,მომხმარებლის და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

10.9       წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია საიტზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია თუ ინსტრუქცია და მათი დარღვევის შემთხვევაში კომპანია იხსნის ვალდებულებას პასუხისმგებლობაზე;

10.10  აღნიშნული წესები და პირობები ყველა იმ მომხმარებლისთვისაა,რომელიც სარგებლობს შ.პ.ს. „ჯორჯიან ექსპრეს“-ის მომსახურებით;

10.11  წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება;

 

11. საკურიერო მომსახურება

11.1       უფასო საკურიერო მომსახურება:საკურიერო მომსახურებას შემსრულებელი თბილისის მაშტაბით ახორციელებს უფასოდ.საკურიერო მომსახურება ხორციელდება ინვოისის გადახდიდან 2 დღეში.იმისათვის,რომ განხორციელდეს საკურიერო მომსახურება ,პარამეტრების განყოფილებაში მონიშნული უნდა იყოს მომსახურეობა „საკურიერო მომსახურეობების“ შესახებ,წინააღმდეგ შემთხვევაში არ განხორციელდება საკურიერო მომსახურება;

11.2       სტანდარტული საკურიერო მომსახურება შეეხება

შ.პ.ს. „ჯორჯიან ექსპრეს“-ის მიერ მომხმარებლისათვის ინვოისის გაგზავნიდან 3 დღის განმავლობაში გადახდილ ამანათებს,ინვოისის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში,საკურიერო მომსახურება გათვალისწინებული არ იქნება;

11.3       კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე მხოლოდ ერთხელ;

11.4       ვებ-გვერდიდან მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე,სხვა შემტხვევაში ამანათის გატანა შეცვლილ მისამართზე არ მოხდება,შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში დარეკვით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე;

11.5       ამანათის მიტანა ხდება მხოლოდ კორპუსამდე ან სამუშაო ადგილამდე.კურიერს არ ააქვს ამანათი სართულზე და უშუალოდ ოფისში;

11.6       თუ ამანათის მფლობელი კურიერს არ ხვდება მის მიერ საიტზე  მითითებულ მისამართზე ან ვერ მოხერხდება მასთან დაკავშირება მითითებულ მობილურ ნომერზე,ამანათი დაბრუნდება საწყობში და აღარ მოხდება მისი ხელმეორედ მიწოდება.ასეთ შემთხვევაში მფლობელი ვალდებულია თავად მიაკითხოს ამანათს ოფისში;

11.7       კურიერის მომსახურეობის სურვილის შემთხვევაში,საჭიროა მომხმარებელმა ამანათის მართვის პანელში გააკეთოს მონიშვნა:“მომიტანოს კურიერმა“,ცვლილებების დაფიქსირება საჭიროა ამანათის ჩამოსვლამდე.სხვა შემთხვევაში ცვლილება გათვალისწინებული არ იქნება;

11.8       ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს მიმღების (პიროვნება,რომლის სახელი და გვარი აწერია უშუალოდ ამანათს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.ქსერო ასლი არ მიიღება;

11.9       ამანათის გადაცემის დამოწმება ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის წარდგენით და ხელმოწერით მიღება-ჩაბარების ბლანკზე ან ხელმოწერის გასაკეთებელ სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაზე;

11.10  საკურიერო სერვისი რეგიონებში მოქმედებს სამუშაო დღეების განმავლობაში,რეგიონალური საკურიერო მომსახურება სრულდება მომხმარებლის მოთხოვნით ამანათების მართვის გვერდიდან.

11.11  საკურიერო სერვისი თბილისის მაშტაბით არ იმოქმედებს ერთი რეისით ჩამოსული 5 კგ-მდე წონის ამანათებზე;

11.12  ფორსმაჟორის შემთხვევაში მომხმარებელს წინასწარ მიუვა შეტყობინება საკურიერო მომსახურეობის შესახებ იმისათვის ,რომ მომხმარებელმა ისარგებლოს საკურიერო სერვისით აუცილებელია დააჭიროს კურიერის მომსახურების ღილაკს,რომელიც ასახულია მის სამართავ პანელში;

11.13  როგორც უფასო,ისე ფასიანი საკურიერო მომსახურება ხორციელდება სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებში.

 

12. ამანათის გადაცემა მესამე პირზე

1)    ამანათის გადაცემა მესამე პირზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მას შეუძლია წარმოადგინოს:როგორც ამანათის მიმღების,ასევე გამტანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;(ქსერო ასლი არ მიიღება)

2)    მიიღება ასევე ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა;

 

 13. კონფიდენციალურობა

13.1       ნებისმიერი სახის ინფორმაცია,რომელიც ინახება პირის შ.პ.ს. „ჯორჯიან ექსპრეს“-ის ბაზაში და მასში აღრიცხულია „დამკვეთი“-ს ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ მასალას;

13.2       კომპანია „ჯორჯიან ექსპრეს“-ი არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების (განჩინების) გარეშე.